ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით, კორონავირუსით ინფიცირებული 864 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 386 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება (აქედან 159 პაციენტი თბილისშია, 114 – აჭარაში, 45 – იმერეთში).
ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4048 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
პანდემიის დაწყებიდან (26 თებერვალი) დღემდე საქართველოში კორონავირუსი სულ 104 732 ადამიანს დაუდასტურდა, საიდანაც უკვე გამოჯანმრთელდა 85 639 პაციენტი, ხოლო 976 – გარდაიცვალა.