weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

ამ ეტაპზე სრული „ლოქდაუნი“ არ იგეგმება – მთავრობა

16:27 ორშაბათი, 23 ნოემბერი 2020

„ამ ეტაპზე, სრული „ლოქდაუნი“ არ იგეგმება, რადგან სამუშაო ადგილების შენარჩუნება ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება“, – მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამის შესახებ განცხადება მთავრობის ეკონომიკური გუნდისა და სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებს შორის დღეს გამართულ შეხვედრაზე გაკეთდა.

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებმა რესტორატორებთან ერთად განიხილეს, თუ რა სახის წერტილოვანი შეზღუდვები შეიძლება დაწესდეს ვირუსის გავრცელების შენელების მიზნით.

საქართველოში დღეს კორონავირუსით ინფიცირების 3958 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 3531 ინფიცირებული, ხოლო 36 გარდაიცვალა. ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 18 482 აქტიური შემთხვევაა. 6221 ადამიანი საავადმყოფოებში მკურნალობს. 881 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 330.

გუშინ კორონავირუსით ინფიცირების 4048 და გარდაცვალების 49 შემთხვევა დაფიქსირდა. საერთო ჯამში, პანდემიის დაწყებიდან (26 თებერვალი) დღემდე საქართველოში კორონავირუსი 108 690 ადამიანს დაუდასტურდა, რომელთაგან 89 170 გამოჯანმრთელდა, ხოლო 1012 გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]