weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

ბათუმში კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა

12:50 სამშაბათი, 24 ნოემბერი 2020

კორონავირუსის შედეგად ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი, 55 წლის ბენო ჭელიძე გარდაიცვალა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბენო ჭელიძე კლინიკაში 20 ნოემბერს შეიყვანეს. მას, კოვიდ 19-ის გარდა, მწვავე პნევმონია და ქრონიკული დაავადებები ჰქონდა.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 39 პაციენტი გარდაიცვალა, მათ შორის ცხრა აჭარაში.

დღეს ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 3128 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 3045 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 18 526 აქტიური შემთხვევაა – 6192 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 3739 მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, ხოლო 8595 სამკურნალოდ ბინაზეა დატოვებული.

საავადმყოფოში მოთავსებული 932 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 413 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

აჭარაში კორონავირუსით სამედიცინო პერსონალის წარმომადგენლების გარდაცვალების ბოლო ორი შემთხვევა გასულ კვირაში დაფიქსირდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]