weather cur horoscope tv
დეკემბერი 25, 2024

აჭარაში კორონავირუსით ექთანი და ექიმი გარდაიცვალნენ

14:18 ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2020

აჭარის რეგიონში კორონავირუსის შედეგად სამედიცინო პერსონალის ორი წარმომადგენელი გარდაიცვალა. ერთი მათგანი ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმ-რეანიმატოლოგია, რომელიც ამავე საავადმყოფოში მკურნალობდა და დღეს სახლში უნდა გაეწერათ.

მეორე გარდაცვლილი შუახევის რაიონული ჰოსპიტალის ექთანია.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში რეგიონში ცხრა პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვალების 4 შემთხვევა ბათუმის სამედიცინო ცენტრში, 3 – ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, 1 – კლინიკა „მედალფაში“ ერთი კი „მედცენტრში“ დაფიქსირდა.

„გარდაცვლილთაგან ყველაზე ახალგაზრდა 55 წლისაა, ყველაზე ხანდაზმული კი 81-ის. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში შვიდამდე შემცირდა იმ პაციენტთა რაოდენობა, რომლებიც მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან. 44 პირი რეანიმაციაში რჩება“, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების 512 ახალი შემთხვევა გამოვლიდა, 574 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ამ დროისთვის, აჭარაში აღრიცხულია 6240 კოვიდინფიცირებული.

 

ამ თემაზე:

სასწრაფო დახმარების სამცხე-ჯავახეთის განყოფილების მენეჯერი COVID-19-ით დაიღუპა

საქართველოში კორონავირუსის 3443 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]