weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

შევედით პიკში და ეს რამდენ ხანს გაგრძელდება, არ ვიცით – ამირან გამყრელიძე

15:00 სამშაბათი, 24 ნოემბერი 2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პიკია და ახალი შემთხვევების რაოდენობის მატებაა მოსალოდნელი.

„ბოლო პერიოდში ჩვენ გადავცილდით 4000 ახალ მაჩვენებელს და შეგვიძლია ვთქვათ, რომ შევედით პიკში. დღევანდელი შემთხვევების რაოდენობა ეს დამოკიდებული იყო სამ დღეზე, როდესაც ტესტირების რაოდენობები დასვენების და სადღესასწაულო დღეებში ეცემა. ბოლო დღეებში აღებული როგორც „პისიარის“, ასევე ანტიგენის ტესტების რაოდენობა გვქონდა დაახლოებით 8000-ის ფარგლებში, როდესაც კვირის სხვა დღეებში გვაქვს 13 000-ის ფარგლებში. ამიტომ, დღევანდელი ახალი შემთხვევათა რაოდენობა 3128 ნუ დაგვამშვიდებს იმიტომ, რომ კლება ჯერ არ არის, პირიქით, მატებაა და მატება კიდევ გაგრძელდება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, დეკემბრის პირველ კვირაში კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევების ზრდაა პროგნოზირებული.

„ეს პიკი რამდენ ხანს გაგრძელდება, არ ვიცით. ჩვენ ვთანამშრომლობთ ვაშინგტონის ჯანმრთელობის გაზომვათა და შეფასების ინსტიტუტთან და ეს ინსტიტუტი აკეთებს ყოველკვირეულ განახლებას და რადგან ჩვენ ვართ ძალიან ახლო პარტნიორები, საქართველოსაც გვიკეთებს პროგნოზირებას და მათი გათვლების მიხედვით, დეკემბრის პირველი კვირა განსაკუთრებით საყურადღებოა ქვეყანაში. გვექნება სიკვდილიანობის და ასევე, ახალ შემთხვევათა ზრდა და პირდაპირ არის მითითებული, რომ თუ არ შემოვიღეთ და უფრო არ გავამკაცრეთ არსებული შემზღუდველი ღონისძიებები, პიკი შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს.

რამდენიმე ინსტიტუციაა, რომელიც პროგნოზირებაზე მუშაობენ და მათზე დაყრდნობით აუცილებელია საქართველომ გაამკაცროს არსებული რეგულაციების აღსრულება და დაამატოს და გააფართოოს ე.წ. წერტილოვანი შეზღუდვები“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღეს ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 3128 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3045 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 39 გარდაიცვალა. ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 18 526 აქტიური შემთხვევაა – 6192 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 3739 მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, ხოლო 8595 სამკურნალოდ ბინაზეა დატოვებული. საავადმყოფოში მოთავსებული 932 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 413 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

გუშინ, საქართველოში კორონავირუსის 3958 ახალი შემთხვევა იყო, ხოლო გუშინწინ – 4048. ამ ორ დღეში კორონავირუსით ინფიცირებული 85 პაციენტი გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]