weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

თბილისის და კიდევ 9 ქალაქის სკოლებში სწავლა სემესტრის ბოლომდე ონლაინ გაგრძელდება

15:10 სამშაბათი, 24 ნოემბერი 2020
ფოტოზე - განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ფოტოზე - განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი

თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, თელავში, ზესტაფონში, გორში, გარდაბანში, ფოთსა და მარნეულში სასწავლო პროცესი 2020-2021 სასწავლო წლის პირველი სემესტრის დასრულებამდე ყველა კლასის მოსწავლეებისათვის, როგორც საჯარო, ასევე, კერძო სკოლებში, დისტანციურ რეჟიმში წარიმართება.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციისა და დიდ ქალაქებში მობილობის შემცირების მიზნით მიიღო. სამინისტრო განმარტავს, რომ სასწავლო პროცესს დისტანციურ რეჟიმში აგრძელებენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები.

დღეს ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 3128 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3045 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 39 გარდაიცვალა. ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 18 526 აქტიური შემთხვევაა – 6192 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 3739 მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, ხოლო 8595 სამკურნალოდ ბინაზეა დატოვებული. საავადმყოფოში მოთავსებული 932 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 413 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

გუშინ, საქართველოში კორონავირუსის 3958 ახალი შემთხვევა იყო, ხოლო გუშინწინ – 4048. ამ ორ დღეში კორონავირუსით ინფიცირებული 85 პაციენტი გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]