weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

ზაფხულში საკმაოდ ლიბერალურები ვიყავით, ეს ჩემი შეცდომაც იყო – ჯანდაცვის მინისტრი

23:54 სამშაბათი, 24 ნოემბერი 2020

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდა შეზღუდვების მიმართ ხელისუფლების ლიბერალურმა მიდგომამ განაპირობა. 

ჯანდაცვის მინისტრს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტმა ჰკითხა - როგორ მოხდა, რომ საქართველო, რომელიც ზაფხულში „მწვანე“ ქვეყანა იყო, შემოდგომის ბოლოს 100 000 სულ მოსახლეზე ინფიცირებულების რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზე აღმოჩნდა.

„უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ ვიყავით საკმაოდ ლიბერალურები ზაფხულში, როდესაც ჩვენ სრულიად გავხსენით ქვეყანა და გვქონდა ტურისტული სეზონი, მართალია, ქვეყნის შიგნით, მაგრამ სრულიად თავისუფალი გადაადგილებით. კი, ჩვენ მივმართეთ გარკვეულ ლოკალურ შეზღუდვებს, სადაც ჩვენ მოვახერხეთ ინფექციის აღმოფხვრა, მაგრამ ამის მიუხედავად მაინც ვრჩებოდით ლიბერალურები.

ჩვენ ასევე გავითვალისწინეთ ჩვენი მოქალაქეების კონსტიტუციური უფლება და ხმა მივეცით არჩევნების ჩატარებას და ამით, რა თქმა უნდა, ავიღეთ გარკვეული პასუხისმგებლობა. შედეგად მივიღეთ გარკვეული გამოსვლები ქუჩებში, რამაც ხელი შეუწყო ინფექციის დამატებით გავრცელებას, გვქონდა მეორე ტური და დღესდღეობით გვაქვს სწორედ ის შედეგი, რომ არ ვიყავით უფრო მეტად რადიკალურები და მკაცრები ინფექციასთან ბრძოლის კუთხით“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის აზრით, ზაფხულში ლიბერალური მიდგომა შეცდომა იყო.

„მე არ ვიტყოდი, რომ ეს არ იყო ჩემი შეცდომა, ჩემი შეცდომაც იყო, მე არ ვიყავი საკმარისად მომთხოვნი და კატეგორიული იმ აკრძალვების შენარჩუინებაში, რომელიც იყო თუნდაც გაზაფხულზე“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

დღეს ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 3128 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3045 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 39 გარდაიცვალა. ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 18 526 აქტიური შემთხვევაა – 6192 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 3739 მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, ხოლო 8595 სამკურნალოდ ბინაზეა დატოვებული. საავადმყოფოში მოთავსებული 932 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 413 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

გუშინ, საქართველოში კორონავირუსის 3958 ახალი შემთხვევა იყო, ხოლო გუშინწინ – 4048. ამ ორ დღეში კორონავირუსით ინფიცირებული 85 პაციენტი გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]