weather cur horoscope tv
დეკემბერი 25, 2024

წყალტუბოში კორონავირუსით ექიმი გარდაიცვალა

14:45 კვირა, 29 ნოემბერი 2020

წყალტუბოში კორონავირუსის შედეგად ექიმი-კარდიოლოგი, 66 წლის დავით წულაია გარდაიცვალა. როგორც წყალტუბოს რაიონული ჰოსპიტლის დირექტორმა, მაკა გაბადაძემ განაცხადა, ექიმს ვირუსი 27 ოქტომბერს დაუდასტურდა და მკურნალობას ქუთაისში, კოვიდ-კლინიკაში გადიოდა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით 35 ადამიანი დაიღუპა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 21 063 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 6373 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. 943 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათაგან 367 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება: თბილისში – 181, აჭარაში – 56, იმერეთში – 37. 

პანდემიის დაწყებიდან (26 თებერვალი) დღემდე, საქართველოში COVID-19 სულ 132 368 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 110 049 გამოჯანმრთელდა, 1230 კი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ინფიცირების 4426 ახალი შემთხვევა გამოვლინდა,  3721 კოვიდ-ინფიცირებული კი განიკურნა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]