weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საქართველოში კორონავირუსის 4260 ახალი შემთხვევაა, გარდაიცვალა 45 პაციენტი

11:26 ხუთშაბათი, 03 დეკემბერი 2020

საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 4260 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2947 პაციენტი, ხოლო 45 გარდაიცვალა.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, 4260 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლინდა 1676, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:

იმერეთი – 591

აჭარა – 525

ქვემო ქართლი – 351

შიდა ქართლი – 294

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 274

კახეთი – 166

მცხეთა-მთიანეთი – 134

გურია – 131

სამცხე-ჯავახეთი – 88

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 30.

ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსის 21 655 აქტიური შემთხვევაა. საავადმყოფოში მოთავსებულია 6561 ადამიანი. 1027პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება – 390.

3867 ინფიცირებული მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1283 – თბილისში, 1997 – აჭარაში, 332 – იმერეთში. 11 227 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ამ დროისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 50 544 ადამიანი.

პანდემიის დაწყებიდან (26 თებერვალი) დღემდე საქართველოში კორონავირუსი სულ 147 636 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 124 568 გამოჯანმრთელდა, 1387 კი გარდაიცვალა.

საქართველოში გუშინ კორონავირუსით ინფიცირების 4033 და გარდაცვალების 39 შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 4061 პაციენტი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]