weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მცხეთის სამედიცინო ცენტრში კოვიდ 19-ით 24 წლის ქალი გარდაიცვალა

14:32 ხუთშაბათი, 03 დეკემბერი 2020

მცხეთის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსის შედეგად 24 წლის ქალი გარდაიცვალა. გარდაცვლილის ოჯახის წევრების თქმით, საავადმყოფოში შეყვანის დროს ქალს არც კორონავირუსული ინფექცია ჰქონდა და არც სხვა დაავადებები, სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელი კი ამბობს, რომ მხოლოდ კოვიდ-პაციენტებს იღებენ, ხოლო პაციენტის თანმხლები დაავადების - შაქრიანი დიაბეტის შესახებ ოჯახმა არ იცოდა.

როგორც გარდაცვლილის დედამ მედიასთან განაცხადა, 24 წლის ნინო გულიკაშვილს სიცხეები ჰქონდა და ორი-სამი დღე სახლში იღებდა წამლებს, რის შემდეგაც საავადმყოფოში წაიყვანეს. 

„რომ დავრეკე, ხუთი დღის მერე, მეუბნებიან, კოვიდი დაუდასტურდა თქვენს შვილს და შაქარი აქვსო. ესეთი რაღაც ჩემს შვილს არ ჰქონია. სულ ჩხუბით მივაღებინე იმ საავადმყოფოში, მცხეთაში, უკან გვაბრუნებდნენ. ვუთხარი - მაშინ, ამოუწმინდეთ ეს ნახველი და უკან წავიყვან ბავშვს, კი არ მეხალისება აქ დავაწვინო-მეთქი. ყვირილი და ჩხუბი დამიწყეს იმის ნაცვლად რომ დამხმარებოდნენ“, – ამბობს გარდაცვლილის დედა.

ერთ-ერთი ნათესავის თქმით, ქალის გარდაცვალება ექიმების უყურადღებობამ გამოიწვია: „იგუდებოდა და წამალი დაალევინეს და დააძინეს. გამოვიდა ახალგაზრდა ექიმი და ტიროდა - მალე რომ დაეძახათ, გადავარჩენდითო“.

მცხეთის სამედიცინო ცენტრის სამედიცინო დირექტორი ლიკა მუმლაძე გარდაცვლილის ოჯახის წევრების ბრალებებზე კომენტარს არ აკეთებს. მისი თქმით, საავადმყოფოში ქალი ცხელებით შეიყვანეს, ჩაუტარდა PCR-ტესტი და პირველივე ტესტის შედეგად კორონავირუსი დაუდასტურდა.

„თუ არ დადასტურდებოდა Covid-19-ის დიაგნოზი, ჩვენს კლინიკაში ვერ გააგრძელებდა მკურნალობას, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ კოვიდ-ცენტრი და სხვა პაციენტებს აღარ ვმკურნალობთ დიდი ხანია. პაციენტი იყო შემოსვლისთანავე მძიმე, მაღალი ჰექტიური ცხელებით, სუნთქვის უკმარისობით, ორმხრივი მწვავე პნევმონიით. თანმხლებ დაავადებებს რაც შეეხება, გოგონა იყო ჭარბი წონის, ოჯახი და თვითონ პაციენტი არ იყვნენ ინფორმირებულნი, არ ჰქონდათ ჩატარებული კვლევა შაქრიან დიაბეტთან მიმართებაში, თუმცა რაღაც დღეებში ჩვენთან გამოვლინდა გლიკემიის მაღალი ციფრები. გართულება გამოიწვია რესპირატორული მდგომარეობის გაუარესებამ, განვითარდა სპონტანური პნევმოთორაქსი, რამაც დაამძიმა მდგომარეობა და მივიღეთ ლეტალური გამოსავალი“, – განაცხადა ლიკა მუმლაძემ „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში.

24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის შედეგად კიდევ 45 ადამიანი გარდაიცვალა, გამოვლინდა ინფიცირების 4260 ახალი შემთხვევა, 2947 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამჟამად ქვეყანაში კორონავირუსის 21 655 აქტიური შემთხვევაა. აქედან საავადმყოფოში 6561 ადამიანი მკურნალობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]