weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გუშინ COVID-19-ზე 17 ათასამდე ტესტი ჩატარდა – თამარ გაბუნია

12:45 პარასკევი, 04 დეკემბერი 2020

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, გუშინ ქვეყანაში 17 ათასამდე სწრაფი და PCR ტესტი გაკეთდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

გაბუნიას თქმით, ანტიგენ-ტესტებით გაფართოებული ტესტირება 3 დეკემბერს დაიწყო, რის შედეგადაც კორონავირუსის 1400 შემთხვევა დადასტურდა.

„ამ ტესტირებას ექვემდებარებიან ისე პირები, ვისაც აქვთ სიმპტომები. ტესტი არის მაღალი ხარისხის. ამ შემთხვევაში პირველი კონტაქტი არის ოჯახის ექიმი და ოჯახის ექიმის რჩევით, მოქალაქეს შეუძლია მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას – პირველადი ჯანდაცვის ცენტრი, საოჯახო მედიცინის ცენტრი, პოლიკლინიკა. იზრდება იმ პოლიკლინიკების რაოდენობა, რომლებიც პროგრამაში არიან ჩართულნი და გასწევენ ამ ტიპის სერვისს. სწრაფი დიაგნისტიკა ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ პაციენტმა შემდეგ უზრუნველყოს საკუთარი თავის იზოლაცია, დარჩეს თვითიზოლაციაში და აღარ გახდეს ინფექციის წყარო. დადასტურებული პირები უნდა დარჩნენ ბინაზე, მათ დაუკავშირდებათ ოჯახის ექიმი“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 5068 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც პანდემიის დაწყების შემდეგ დღე-ღამეში გამოვლენილი ყველაზე მაღალი მაჩველებელია.

26 თებერვლიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსი სულ 152 704 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 26 904 გამოჯანმრთელდა, 1425 კი გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]