weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

საქართველოში რეინფიცირების შემთხვევა ჯერ არ არის დადასტურებული – გამყრელიძე

14:56 პარასკევი, 04 დეკემბერი 2020

გიდასტურებთ, რომ რამდენიმე შემთხვევაზე მიმდინარეობს კვლევა, მაგრამ ჯერჯერობით არ არის დადასტურებული, იყო თუ არა საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების შემთხვევა – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„მიმდინარეობს კვლევა რამდენიმე სავარაუდო შემთხვევის, მაგრამ დადასტურებული ინფორმაცია, რომ ნამდვილად რეინფიცირება გვქონდა საქართველოში, არ გვაქვს. ხაზს ვუსვამ, გვაქვს რამდენიმე სავარაუდო შემთხვევა, სადაც მიმდინარეობს ჩაღრმავებული კვლევა, ანუ განმეორებით PCR ტექნოლოგიებით კვლევა და ამავე დროს მიმდინარეობს ე.წ. გენომის სეკვენირება, რომელიც დროს და შესაბამის მაღალ ტექნოლოგიებს საჭიროებს, რისი საშუალებაც მხოლოდ ლუგარის ცენტრს აქვს ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ, იმისთვის, რომ დავადასტუროთ, ნამდვილად იყო თუ არა რეინფიცირება, ამას სჭირდება კარგად განხილვა პროფესიულ საბჭოზე და შემდეგ გადაწყვეტილების მიღება ყველა იმ ლაბორატირიული თუ კლინიკური არგუმენტის მიხედვით, რომელიც არის“, – აღნიშნა ამირან გამყრელძემ.

მისივე თქმით, კვლევის პროცესშია რეინფიცირების ორი თუ სამი სავარაუდო შემთხვევა: „ეს იყო ძირითადად გაზაფხულის შემთხვევბი და ნოემბერში განმეორებითი. ვიკვლევთ პირველად ნიმუშებს - იყო თუ არა ნამდვილად, ხომ არ მოხდა სადმე შეცდომა და ა.შ. ამიტომ, მარტივი არ არის დაადასტურო, ნამდვილად იყო თუ არა რეინფიცირება“.

გუშინ, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების 3 შემთხვევაა დადასტურებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]