„მიმდინარეობს კვლევა რამდენიმე სავარაუდო შემთხვევის, მაგრამ დადასტურებული ინფორმაცია, რომ ნამდვილად რეინფიცირება გვქონდა საქართველოში, არ გვაქვს. ხაზს ვუსვამ, გვაქვს რამდენიმე სავარაუდო შემთხვევა, სადაც მიმდინარეობს ჩაღრმავებული კვლევა, ანუ განმეორებით PCR ტექნოლოგიებით კვლევა და ამავე დროს მიმდინარეობს ე.წ. გენომის სეკვენირება, რომელიც დროს და შესაბამის მაღალ ტექნოლოგიებს საჭიროებს, რისი საშუალებაც მხოლოდ ლუგარის ცენტრს აქვს ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ, იმისთვის, რომ დავადასტუროთ, ნამდვილად იყო თუ არა რეინფიცირება, ამას სჭირდება კარგად განხილვა პროფესიულ საბჭოზე და შემდეგ გადაწყვეტილების მიღება ყველა იმ ლაბორატირიული თუ კლინიკური არგუმენტის მიხედვით, რომელიც არის“, – აღნიშნა ამირან გამყრელძემ.
მისივე თქმით, კვლევის პროცესშია რეინფიცირების ორი თუ სამი სავარაუდო შემთხვევა: „ეს იყო ძირითადად გაზაფხულის შემთხვევბი და ნოემბერში განმეორებითი. ვიკვლევთ პირველად ნიმუშებს - იყო თუ არა ნამდვილად, ხომ არ მოხდა სადმე შეცდომა და ა.შ. ამიტომ, მარტივი არ არის დაადასტურო, ნამდვილად იყო თუ არა რეინფიცირება“.
გუშინ, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების 3 შემთხვევაა დადასტურებული.