weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

ზარდიანთკარელ 63 წლის მირიან თაზიაშვილს ცხინვალში 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდეს

17:20 პარასკევი, 04 დეკემბერი 2020

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიანთკარის მკვიდრს, 63 წლის მირიან თაზიაშვილს ოკუპირებულ ცხინვალში ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს. მირიან თაზიაშვილის მეუღლის თქმით, ამის შესახებ მას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა, ირაკლი ანთიძემ შეატყობინა.

„20 ნოემბერს დაიკარგა და 21 -ში გავიგე, რომ ცხინვალის მხარეს გადასულა და რუსებმა წაიყვანეს. გუშინ დამირეკა ირაკლი ანთიძემ, ცხელი ხაზით გვესაუბრნენ, რომ ორთვიანი პატიმრობა შეეფარდაო, შეხვედრა უნდა იყოს ამ თვეში და პირისპირ რომ შევხვდებით, მერე გვეტყვიან ზუსტადო“, – ამბობს ცისანა თაზიაშვილი ტელეკომპანია „იმედთან“.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 21 ნოემბერს გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. სუს-ის თანახმად, შემთხვევა 20 ნოემბერს, სოფელ ზარდიანთკარის მიმდებარედ არსებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]