weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ორი ახალციხელი ექიმი კორონავირუსით გარდაიცვალა

22:54 შაბათი, 05 დეკემბერი 2020

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის შედეგად ახალციხის რეფერალური ჰოსპიტლის ორი ექიმი გარდაიცვალა. ადგილობრივი გამოცემა „სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, ორივე მათგანი მკურნალობას თბილისში გადიოდა. 

გარდაცვლილთაგან ერთ-ერთი ახალციხეში, კლინიკა „იმედშიც“ იყო დასაქმებული. როგორც კლინიკის დირექტორმა „სამხრეთის კარიბჭესთან“ განაცხადა, მას კორონავირუსთან ერთად ბევრი თანმხლები დაავადება ჰქონდა. რაც შეეხება მეორე ექიმს, ამ დროისთვის უცნობია, ჰქონდა თუ არა მას სხვა დაავადებებიც.

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში კორონავირუსით უკვე 4 სამედიცინო მუშაკია გარაცვლილი.

დღეს, 5 დეკემბერს, საქართველოში კორონავირუსის 5450 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2306 პაციენტი, ხოლო 37 გარდაიცვალა. დილის მდგომარებით, ქვეყანაში კორონავირუსის 27 456 აქტიური შემთხვევა იყო, საავადმყოფოში მკურნალობდა 6768 პაციენტი, რომელთაგან 1116-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო.

SKnews.ge

სამცხე–ჯავახეთის ახალი ამბების პორტალი (www.sknews.ge), რომელსაც ააიპ „სამხრეთის კარიბჭე“ მართავს. „სამხრეთის კარიბჭე“ გამოსცემს ყოველკვირეულ ქართულ და სომხურენოვან გაზეთს და ამუშავებს რეგიონულ რადიოს, რომელიც მაუწყებლობს სიხშირეზე FM 97.5

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]