weather cur horoscope tv
დეკემბერი 28, 2024

СOVID-19-ით კიდევ 38 პაციენტი გარდაიცვალა, 1147-ის მდგომარეობა მძიმეა

12:37 ოთხშაბათი, 09 დეკემბერი 2020

საქართველოში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვალების 38 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მთავრობის უწყებათაშორისი საბჭოს ინფორმაციით, 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე კოვიდით გარდაცვალების 1614 შემთხვევაა რეგისტრირებული.

ბოლო 24 საათში ვირუსი კიდევ 4734 ადამიანს დაუდასტურდა, 3895 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის ქვეყანაში ინფიცირების 27 456 აქტიური შემთხვევაა. აქედან, 6900 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 3689 მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, ხოლო 16 867 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის.

საავადმყოფოებში მყოფი 1147 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 406 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

გუშინ კორონავირუსით გარდაცვალების 36 ახალი შემთხვევა იყო, იგივე მაჩვენებელი დაფიქსირდა გუშინწინ, 7 დეკემბერს, ხოლო 6 დეკემბერის მონაცმებით, დღე-ღამის განმავლობაში 42 პაციენტი გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]