weather cur horoscope tv
დეკემბერი 28, 2024

კორონავირუსით გორში ექიმი გარდაიცვალა

20:50 ოთხშაბათი, 09 დეკემბერი 2020

გორში კლინიკა „გორმედის“ ექიმი გივი პარასკევაშვილი კორონვირუსით გარდაიცვალა. როგორც კლინიკაში აცხადებენ, ექიმის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო დღეებში დამძიმდა და მართვითი სუნთქვის აპარატზე იყო მიერთებული.

„უაღრესად წარმატებული ექიმი და მედიცინის დოქტორი ბატონი გივი პარასკევაშვილი ახალ კორონავირუსთან ბრძოლას შეეწირა. „გორმედმა“ და ასევე ქართულმა სამედიცინო საზოგადოებამ ნამდვილი პროფესიონალი და უბრალოდ ძალიან კარგი ადამიანი დაკარგა“, – ნათქვამია კლინიკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

9 დეკემბრის დილის მონაცემებით, 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით 38 ადამიანი გარდაიცვალა. მთავრობის უწყებათაშორისი საბჭოს ინფორმაციით, 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე კოვიდით გარდაცვალების 1614 შემთხვევაა რეგისტრირებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]