weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ზელიმხან ხანგოშვილის საქმეში ერთ-ერთი მოწმე სანდრა რულოვსია – DW

21:49 ოთხშაბათი, 09 დეკემბერი 2020

„დოიჩე ველეს“ (Deutsche Welle) რუსულენოვანი სამსახურის ინფორმაციით, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეში გერმანელმა გამომძიებლებმა ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოწმედ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსი დაასახელეს.

„დოიჩე ველეს“ თანახმად, დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე მოუსმინეს საგამოიებო ჯგუფის ხელმძღვანელს, რომელიც 3.5 თვის განმავლობაში - გასული წლის აგვისტოს ბოლოდან დეკემბრის დასაწყისამდე ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმის გამოძიებას კოორდინირებდა. გამომძიებელმა ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოწმედ სანდრა რულოვსი დაასახელა. ირკვევა, რომ მკვლელობის დღეს რულოვსი ბერლინში იმყოფებოდა და ხანგოშვილი მასთან შეხვედრას გეგმავდა. „დოიჩე ველეს“ კორესპონდენტის თქმით, გერმანელმა გამომძიებლებმა სანდრა რულოვსი ჩვენების მიცემის მიზნით ბერლინში ჩასვლაზე ვერ დაითანხმეს, რის გამოც ის ტელეფონით გამოკითხეს. ამ ხანგრძლივი სატელეფონო საუბრის შინაარსი სასამართლოში არ გამჟღავნებულა, ისევე როგორც არ თქმულა, რა იყო საქართველოს ყოფილი პირველი ლედისა და ზელიმხან ხანგოშვილის სავარაუდო შეხვედრის მიზანი.

„დოიჩე ველეს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილმა კომენტარი ტელეკომპანია „პირველთან“ გააკეთა. ჟურნალისტის კითხვას, იცის თუ არა, რომ ხანგოშვილის საქმეზე გამოძიება აპირებს სანდრა რულოვსის დაკითხვას, სააკაშვილმა უპასუხა:

„არაფერი ვიცი, მაგრამ თუ ჩვენ რამით შეგვიძლია ხელი შევუწყოთ ამ საქმის გამოძიებას... ზელიმხან ხანგოშვილი იყო საქართველოს მოქალაქე, ეს იყო ადამიანი, რომელიც, ჩემი აზრით, ძალიან დადებით როლს თამაშობდა.

მახსოვს, როდესაც ლაფანყურში რუსებმა მოაწყეს პროვოკაცია, ზელიმხანი გვხმარებოდა, ეხმარებოდა საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს, როგორც მე ვიცი ჩვენი ორგანოებიდან, რომ განმუხტულიყო ეს სიტუაცია, აღკვეთილიყო რუსული პროვოკაცია.

უკვე დადასტურებულია, რომ მისი მკვლელობა გაკეთებული იყო რუსების მიერ, ის მკვლელი, რომელმაც ეს ჩაიდინა, არის რუსული სპეცსამსახურების ოფიცერი“, – განაცხადა სააკაშვილმა.

კითხვაზე, აპირებს თუ არა სანდრა რულოვსი ბერლინში დაკითხვაზე ჩასვლას, სააკაშვილმა განაცხადა, რომ არ იცის და იქვე აღნიშნა, რომ ბერლინში მათი შვილი ცხოვრობს და ჩასვლა არ ჰგონია, პრობლემა იყოს: „თქვენგან გავიგე ახლა. თუ რაიმე დახმარების აღმოჩენა შეუძლია, ყველაფერს გააკეთებს, რომ დაეხმაროს ამ გამოძიებას“.

40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში, მოაბიტის რაიონში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს. იგი პარასკევის ლოცვაზე მეჩეთში მიდიოდა, რა დროსაც ველოსიპედით გამვლელმა თავში ესროლა. ხანგოშვილი ადგილზე დაიღუპა. მკვლელობის ბრალდებით მალევე დააკავეს მამაკაცი, რომელსაც რუსეთის მოქალაქის - ვადიმ სოკოლოვის მოქმედი პასპორტი ჰქონდა. როგორც გამომძიებელმა ჟურნალისტებმა გაარკვიეს, დაკავებულის ნამდვილი სახელი და გვარი „ვადიმ სოკოლოვი“ არ არის და ის ვადიმ კრასიკოვია, ყალბი პასპორტი კი რუსეთის სპეცსამსახურებისგან მიიღო.

ზელიმხან ხანგოშვილის საქმის განხილვა ბერლინის უმაღლესმა სამხარეო სასამართლომ 7 ოქტომბერს დაიწყო. განსასჯელის სკამზე რუსეთის მოქალაქეა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას სამუდამო პატიმრობა ემუქრება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]