ამასთან, როგორც იმნაძემ აღნიშნა, შეზღუდვების დაწესებიდან ორ კვირის თავზე ვირუსის გავრცელება შეკავებულია და მატება არ არის, მიუხედავად ტესტირების რაოდენობის ზრდისა.
„ბოლო ორი კვირის მონაცემებით ვართ მსოფლიოში 100 ათას მოსახლეზე ვირუსის გავრცელებით პირველ ადგილზე. ისტორია, რამ მიგვიყვანა აქამდე, რომ მსოფლიოში პირველ ადგილზე გავედით, არ გვინდა. ყველამ ვიცით, თუ რა ხდებოდა წინა 2-კვირიან მონაკვეთებში. ყველაფერი, ნებისმიერი თავყრილობა, ნებისმიერი უნიღბოდ ყოფნა, უდისტანციობა, დაახლოებით ორ კვირაში გვაძლევს თავის შედეგს, შესაბამისად ნებისმიეირი შეზღუდვა კიდევ ორ კვირაში გვაძლევს შედეგს.
ჩვენ ვნახეთ შეზღუდვების დაწესებიდან ორი კვირის თავზე, რომ გაჩერდა ზრდა, მიუხედავად ტესტირების ორჯერ და მეტჯერ გაფართოებისა, ზრდა ახალი შემთხვევების აღარ გვაქვს.
ამანვე გვაჩვენა, სხვათაშორის, რომ მაშინ როდესაც, მსოფლიოში ვართ პირველ ადგილზე 100 000 მოსახლეზე გავრცელებით, ჩვენმა სისტემამ გაუძლო - კი, ხარვეზებით, მაგრამ ფაქტია, რომ სისტემამ გაუძლო ამას, მაგრამ მეტს ვერ გაუძლებდა. რადგან პროგნოზი იყო გაცილებით უარესი, ამიტომაც დაწესდა ეს შეზღუდვები და ჯერჯერობით ასე ჩანს, რომ ამან თავისი შედეგი მოგვცა და სტაბილიზაცია არის“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4570 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3045 ინფიცირებული, ხოლო 43 გარდაიცვალა.