weather cur horoscope tv
მაისი 05, 2024

ბოლო ორი კვირა საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა ვირუსის გავრცელებით – იმნაძე

13:23 ხუთშაბათი, 10 დეკემბერი 2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, 100 ათას მოსახლეზე ვირუსის გავრცელებით, საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

ამასთან, როგორც იმნაძემ აღნიშნა, შეზღუდვების დაწესებიდან ორ კვირის თავზე ვირუსის გავრცელება შეკავებულია და მატება არ არის, მიუხედავად ტესტირების რაოდენობის ზრდისა.

„ბოლო ორი კვირის მონაცემებით ვართ მსოფლიოში 100 ათას მოსახლეზე ვირუსის გავრცელებით პირველ ადგილზე. ისტორია, რამ მიგვიყვანა აქამდე, რომ მსოფლიოში პირველ ადგილზე გავედით, არ გვინდა. ყველამ ვიცით, თუ რა ხდებოდა წინა 2-კვირიან მონაკვეთებში. ყველაფერი, ნებისმიერი თავყრილობა, ნებისმიერი უნიღბოდ ყოფნა, უდისტანციობა, დაახლოებით ორ კვირაში გვაძლევს თავის შედეგს, შესაბამისად ნებისმიეირი შეზღუდვა კიდევ ორ კვირაში გვაძლევს შედეგს.

ჩვენ ვნახეთ შეზღუდვების დაწესებიდან ორი კვირის თავზე, რომ გაჩერდა ზრდა, მიუხედავად ტესტირების ორჯერ და მეტჯერ გაფართოებისა, ზრდა ახალი შემთხვევების აღარ გვაქვს.

ამანვე გვაჩვენა, სხვათაშორის, რომ მაშინ როდესაც, მსოფლიოში ვართ პირველ ადგილზე 100 000 მოსახლეზე გავრცელებით, ჩვენმა სისტემამ გაუძლო - კი, ხარვეზებით, მაგრამ ფაქტია, რომ სისტემამ გაუძლო ამას, მაგრამ მეტს ვერ გაუძლებდა. რადგან პროგნოზი იყო გაცილებით უარესი, ამიტომაც დაწესდა ეს შეზღუდვები და ჯერჯერობით ასე ჩანს, რომ ამან თავისი შედეგი მოგვცა და სტაბილიზაცია არის“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4570 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3045 ინფიცირებული, ხოლო 43 გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]