ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსის 27 517 აქტიური შემთხვევაა. 6912 ადამიანი საავადმყოფოებში მკურნალობს, 2886 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, ხოლო 17 719 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საავადმყოფოში მოთავსებული 1087 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 465 ხელოვნური ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.
პანდემიის დაწყებიდან (26 თებერვალი) დღემდე, საქართველოში კორონავირუსი სულ 191 063 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან უკვე გამოჯანმრთელებულია 161 681 ადამიანი. ბოლო 24 საათის განმავლობაში ინფიცირების 1337 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 3498 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.