weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ვმუშაობთ და ამის მაჩვენებელია, რომ მოხდა მისი ძმის დაკავება – გომელაური ესებუაზე

12:52 პარასკევი, 18 დეკემბერი 2020

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ მისი უწყება მუშაობს ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმის საქმეზე ბრალდებული ბადრი ესებუას დაკავებისთვის და ამის მაჩვენებელია ის, რომ მისი ძმის, ბიძინა ესებუას დაკავება მოხდა.

როგორც გომელაურმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ამ საკითხზე ღიად ვერ ისაუბრებს.

„ხედავთ რომ ვმუშაობთ ამ თემიდან გამომდინარე, ამის მაჩვენებელია, რომ მოხდა მისი ძმის დაკავება, რომელიც ეხმარებოდა და გადაჰქონდა რაღაც ტვირთი, იყო აკრძალული ნივთები შიგნით. ამ საკითხზე ვმუშაობთ და ღიად ვერ ვსაუბრობთ“, – განაცხადა შს მინისტრმა.

ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმა, რაც 43 მძევლის გათავისუფლებითა და თავდამსხმელისთვის 500 000 აშშ დოლარის გადაცემით დასრულდა, 21 ოქტომბერს მოხდა. პოლიცია ამ დრომდე ეძებს 32 წლის ბადრი ესებუას და საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე, 329-ე და 236-ე მუხლებით იძიებს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

12 დეკემბერს სამართალდამცველებმა ბიძინა ესებუა დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ვინაიდან არსებობდა ვარაუდი, რომ ბიძინა ესებუას მიმალვაში მყოფ ძმასთან ჰქონდა კონტაქტი და მისთვის უნდა გადაეცა სხვადასხვა ნივთები, პოლიციის მიერ მის მიმართ ხორციელდებოდა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება - ვიზუალური კონტროლი. ღონისძიების მიმდინარეობისას ბიძინა ესებუამ მიმალვა სცადა, რა დროსაც პოლიციამ ის დააკავა“. საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ დაკავებულის ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად 2 ხელყუმბარა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნები, საძილე ტომარა, კვების პროდუქტები და ტანსაცმელი ამოიღეს.

ბიძინა ესებუას წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. მისი ადვოკატის ინფორმაციით, ბრალდებული ამბობს, რომ იარაღი და სხვა ნივთები პოლიციამ ჩაუდო. დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ ბიძინა ესებუა სატყუარად გამოიყენეს და ამით ძებნილ ბადრი ესებუაზე ზეწოლის მოხდენას ცდილობენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]