weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მეუფე იობი კოვიდ 19-ით საავადმყოფოშია მოთავსებული

21:51 შაბათი, 19 დეკემბერი 2020

ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტს, მეუფე იობს კორონავირუსი დაუდასტურდა. ის მკურნალობას თბილისში, სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია გადის. უცნობია, როგორია სასულიერო პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რადგან სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლები ამაზე კომენტარს არ აკეთებენ.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 2904 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4316 ინფიცირებული, 53 კი გარდაიცვალა. ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსი სულ 206 907 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან უკვე გამოჯანმრთელდა 175 842, ხოლო 2055 გარდაიცვალა.

მეუფე იობმა გაზაფხულზე, ერთ-ერთი ქადაგების დროს განაცხადა, რომ კორონავირუსი ჩვეულებრივი ვირუსია და ინფიცირების შედეგად „უფრო მოხუცები იღუპებიან, როცა ისინი უკვე უნდა გავიდნენ ამ ქვეყნიდან“.

„,ეს ჩვეულებრივი ვირუსია, ადამიანებს უსიმპტომოდ გადაუვლიათ და განკურნებულან. არანაირი საშიშროება არ არსებობს, ეს არის ხელოვნურად თავსმოხვეული ფსიქოზი. რეპეტიციაა იმისა, თუ რამდენად წინააღმდეგობას გაუწევს ხალხი საერთო მასონურ გადაწყვეტილებას, რასაც ჰქვია საგანგებო მდგომარეობა“, – აცხადებდა ურბნელი მიტროპოლიტი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]