weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ვაზიანის ბაზიდან გაუჩინარებული სამხედრო იპოვეს და მის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

14:19 ხუთშაბათი, 24 დეკემბერი 2020

ვაზიანის სამხედრო ბაზიდან გაუჩინარებულ საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე, 35 წლის თეიმურაზ გიუნაშვილი, რომელსაც 21 დეკემბრიდან ეძებდნენ, თბილისში იპოვეს. ის თავს კარგად გრძნობს და გამოკითხვის მიზნით პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი.

თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ სამხედრო პოლიციამ თეიმურაზ გიუნაშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.

„დანაშაული შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 388-ე მუხლის პირველ ნაწილს, რომელიც გულისხმობს სამხედრო სამსახურში მყოფის მიერ სამხედრო ნაწილის ან სამსახურის სხვა ადგილის თვითნებურად დატოვებას, აგრეთვე სამსახურში (ნაწილში) საპატიო მიზეზის გარეშე დროულად გამოუცხადებლობა ორ დღე-ღამეზე მეტი ხანგრძლივობით“, – აცხადებენ უწყებაში.

ოფიციალური ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურე 21 დეკემბერს 09:00 საათამდე იმყოფებოდა განწესში და ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას, ხოლო განწესის შეცვლის შემდეგ ისარგებლა კონტრაქტით გათვალისწინებული დათხოვნის უფლებით და დატოვა სამხედრო ნაწილის ტერიტორია. 22 დეკემბერს ის სამხედრო ნაწილში არ გამოცხადდა და არც სახლში მივიდა.

სამხედროს ოჯახის წევრები მედიასთან აცხადებდნენ, რომ მას ურეკავდნენ თუმცა ტელეფონს არ პასუხობდა. ოჯახის ინფორმაციით, მოგვიანებით გაიგეს, რომ მამაკაცს ტელეფონი სამხედრო ნაწილში, ბალიშის ქვეშ ჰქონდა დატოვებული. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]