weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

უარი უნდა ვთქვათ უხამსობაზე, სიძულვილის ენაზე, მიკერძოებულობაზე – ბექაური

21:14 ოთხშაბათი, 30 დეკემბერი 2020

„მედიასივრცე გაჯერებულია ნაკლებად პროფესიული, დაბალი სტანდარტების, ყალბი ახალი ამბების, სიძულვილის ენით, მუქარით, შეურაცხყოფებით, უხამსობით“, – ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა განაცხადა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობის საძირკველში სიმბოლურად კაფსულის ჩადების ღონისძიებაზე ბექაურმა აღნიშნა, რომ საქართველოში დღეს 100-ზე მეტი ტელევიზიაა, მედიაგარემო ძალიან პლურალისტურია და ეს საზოგადოების საერთო მონაპოვარია. როგორც კახა ბექაურმა თქვა, დღევანდელ მრავალფეროვან მედიაგარემოში საზოგადოებრივი მაუწყებელი მაღალი ჟურნალისტური სტანდარტების დაცვით აშუქებს მოვლენებს.

„დასავლურ დემოკრატიაში მთავარ ღირებულებას ინფორმირებული მოქალაქე წარმოადგენს. ხვალინდელ საქართველოში ჩვენ მედია ზუსტად ასე უნდა წარმოვიდგინოთ, უარი უნდა ვთქვათ უხამსობაზე, უარი უნდა ვთქვათ სიძულვილის ენაზე, უარი უნდა ვთქვათ მიკერძოებულობაზე და მიუკერძოებლობის სტანდარტები უნდა დავნერგოთ მედიაში. ამ მხრივ, საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს ძალიან დიდი როლი, რადგან ის პოლიტიკისგან დაცლილია, ის ხალხის მიერ ფინანსდება და გამორჩეული ადგილი უკავია ამ თვალსაზრისით“, – განაცხადა კახა ბექაურმა.

საზოგადოებრივი არხის ახალი შენობის მშენებლობა დღეს დაიწყო. კონსტრუქციულ და არქიტექტურულ სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია - შპს „დაგი“ განახორციელებს. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება 43 636 020 ლარია.

 

ამ თემაზე:

ჩარევის მეტი ლეგიტამაცია, შინაარსში შესვლა, ამ გზით წასვლა ჩვენც მოგვიხდება - სუბარი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]