უწყების ცნობით, სამეგრელოში 77 კერიდან ლიკვიდრებულია 74, რაჭაში ორი კერიდან ერთი ლიკვიდირებულია, ერთზე მიმდინარეობს სალოკალიზაციო სამუშაოები, აჭარაში ერთი კერის ლოკალიზებას ცდილობენ, იმერეთში 18 და გურიაში 7 კერიდან ყველა ჩამქრალია.
„კერების უმრავლესობაზე ცეცხლი ეკიდა ეკალ-ბარდს და მინდორს. ასევე, დაფიქსირდა ტყის ქვედა საფარის ხანძარიც. ამ დროისთვის, აღნიშნული ხანძრების შედეგად არავინ დაშავებულა. ძლიერი ქარის გამო, რამდენიმე ლოკაციაზე იყო საფრთხე მინდვრიდან ხანძარი საცხოვრებელ სახლს ან ტყის მასივს გადადებოდა, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა საფრთხის თავიდან არიდება შეძლეს“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
მოსახლეობას მოუწოდებენ, თავი შეიკავონ მინდვრებში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან.
ამ თემაზე: