weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ბათუმში კორონავირუსით 22 წლის გოგო გარდაიცვალა

15:45 ოთხშაბათი, 06 იანვარი 2021

ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჰოსპიტალში დღეს კორონავირუსით ინფიცირებული 22 წლის გოგო გარდაიცვალა. სამედიცინო დაწესებულებაში აჭარის ტელევიზიას განუცხადეს, რომ პაციენტი 12 დეკემბერს მიიღეს და მას ორმხრივი პნევმონია ჰქონდა.

„ფილტვის დაზიანების ინდექსი კომპიუტერული კვლევის შედეგად უკვე ჰქონდა 18-20. (მაქსიმუმუ 24-ია). რამდენიმე დღეში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა და გადაიყვანეს ხელოვნური სუნთქვის აპარატზე“, – განაცხადეს ჰოსპიტალში.

პაციენტის თანმხლებ დაავადებად ჭარბი წონა დასახელდა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსით 20 ადამიანი გარდაიცვალა. დღე-ღამის განმავლობაში ვირუსით ინფიცირების 1800 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 489 პაციენტი.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსი სულ 233 879 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან უკვე გამოჯანმრთელდა 223 276 ინფიცირებული, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 2666-ია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]