weather cur horoscope tv
დეკემბერი 29, 2024

პატრიარქის მდივან-რეფერენტს COVID-19 დაუდასტურდა

15:50 პარასკევი, 08 იანვარი 2021

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტს, შორენა თეთრუაშვილს გუშინ და დღეს ჩატარებული ტესტებით კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტს, შორენა თეთრუაშვილს ჩაუტარდა PCR ტესტი, რომლის შედეგადაც დღეს მას დაუდასტურდა კორონავირუსული ინფექცია. ამჟამადი შორენა თეთრუაშვილი თავს კარგად გრძნობს და დაავადება სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობს“, – განაცხადეს საპატრიარქოში.

როგორც გუშინ გახდა ცნობილი, შორენა თეთრუაშვილს შეხება ჰქონდა ადამიანთან, რომელსაც კოვიდინფექცია დაუდასტურდა. საპატრიარქოში განმარტავდნენ, რომ კონტაქტის შემდეგ სიმპტომები თავად მდივან-რეფერენტსაც გამოუვლინდა და იზოლაციაში გადავიდა. კათოლიკოს-პატრიარქის პირადმა ექიმმა ცისანა შარტავამ განაცხადა, რომ შორენა თეთრუაშვილს ილია მეორესთან შეხება არ ჰქონია.

დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 537 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 494 და გარდაიცვალა 34 პაციენტი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]