„აქტიური ინფექციის 30 000 შემთხვევა იყო ყოველდღე. ჯანდაცვის სექტორმა სერიოზულ ზეგადატვირთვას გაუძლო. მართალია, იყო გარკვეული შეფერხებები, პრობლემები, საბედნიეროდ, პიკმა გადაიარა. ჩვენთან ახალი შემთხვევების რაოდენობა 3-ჯერ, 4-ჯერ შემცირდა. თუ იყო 5000-მდე დღეში, ახლა სადღაც 1000-დან 2000-მდეა.
იყო იმის მოლოდინი და შიში, წინასაახალწლოდ შეზღუდვების ერთკვირიანი მოხსნა ხომ არ გამოიწვევდა ისევ შემობრუნებას უკან, ე.წ. მესამე ტალღის დასაწყისს. ჯერჯერობით, ამ შეზღუდვების მოხსნის პერიოდიდან უკვე გავიდა 10-12 დღე და არ ფიქსირდება ასეთი ზრდა“, – განაცხადა ცერცვაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში.
ბოლო მონაცემებით, 24 საათის განმავლობაში საქართველოში ჩატარებული 18 149 ტესტის შედეგად ინფიცირების 2058 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 529 პაციენტი, ხოლო 22 გარდაიცვალა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 10 592 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა.