weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

კონფლიქტი ბუკნარში ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის – დაშავდა 2 ბავშვი

12:11 ოთხშაბათი, 13 იანვარი 2021
ფოტოზე - ირაკლი კუჭავა ფოტოზე - ირაკლი კუჭავა

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში მცხოვრებ ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის დაპირისპირება მოხდა. მუსლიმების თქმით, რამდენიმე თვის წინ, მათ სოფელში სახლი შეიძინეს სამლოცველოს მოსაწყობად, ქრისტიანები კი ლოცვის უფლებას არ აძლევენ. გუშინ მომხდარი კონფლიქტის შედეგად, მუსლიმების მხარეს 2 არასრულწლოვანი დაშავდა. დაზიანებები მათ თავის არეში აქვთ და სამედიცინო დახმარება დასჭირდათ.

„სკოლის მოსწავლეები დაიჭირეს სოფლის ცენტრში და ქვების სროლა დაუწყეს. ამისთვის ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანი გამოიყენეს“.

„ითხოვენ, რომ სალოცავი ადგილი არ უნდა გვქონდეს სოფელში. გვეუბნებიან, სადღაც გარეთ, ჩოხატაურში გამოგიყოფთ ადგილს, იქ ააშენეთ და იქ ილოცეთ, სოფელში არ გექნებათო. სოფელში გვექნება სალოცავი ადგილი, წინააღმდეგ შემთხვევაში არცერთი მუსლიმი ბავშვი აღარ წავა არც სკოლაში და არც ბაღში“;

„სადღაც მიწას გამოგიყოფთ, მაგრამ სოფელში არაო. რატომ არა? მთელი სოფლის ტერიტორია მიაქვს ეკალსა და ბარდს, ტურები და მგლებია გაჩენილი. რატომ არ შეიძლება სახლი შევძინოთ ისეთი, რომ ვილოცოთ სოფელში? ვის რას უშლის? ადამიანი ჩადის და ნახევარი საათი ილოცებს“.

„უკან დამხევი არ ვართ, არ მოვერიდებით არაფერს. ჩვენ ჩვენი სალოცავი გვინდა და გვექნება. არც მიკროფონი და არც მინარეთი არ იქნება. ვთქვით და ამას შევასრულებთ. დანარჩენი - როგორც გაგვიხარდება, ისე უნდა ვილოცოთ, თუ ამ სოფელში ვიცხოვრებთ“.

ჩოხატაურის მერმა, ირაკლი კუჭავამ „რეგინფოსთან“ განაცხადა, რომ მუსლიმების ნაწილმა დაახლოებით 10 თვის წინ სახლი შეიძინა, სადაც ყოველ პარასკევს ლოცვა იმართება.

„ქრისტიანი მოსახლეობა ლოცვის წინააღმდეგი კი არ არის, არამედ მათ აქვთ განცდა, რომ ამას მოჰყვება მეჩეთის აშენება და მინარეთი. ამ საკითხთან დაკავშირებით ყოველ მეორე დღეს იმართებოდა შეხვედრები და დღესაც არის დაგეგმილი. შეხვედრა მუსლიმ მოსახლეობასა და ადგილობრივ ხელისუფლებას, მათ შორის გუბერნატორის ადმინისტრაციას შორის უნდა გაიმართოს“, – ამბობს ირაკლი კუჭავა.

ბუკნარში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით სამართალდამცველებმა ერთი პირი, 1985 წელს დაბადებული გ.ს. დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიებით დადგინდა, რომ ბუკნარის მკვიდრმა, გ.ს.-მ 12 იანვარს, ურთიერთშელაპარაკების დროს, თანასოფლელებს – 2003 დაბადებულ ნ.ი.-სა და 2003 წელს დაბადებულ მ.ი.-ს ქვის გამოყენებით თავის არეში დაზიანებები მიაყენა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]