weather cur horoscope tv
დეკემბერი 29, 2024

ვაქცინაციის გარეშე კოვიდს ვერ დავამარცხებთ – ამირან გამყრელიძე

18:04 პარასკევი, 15 იანვარი 2021

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, რთულია, მაგრამ შესაძლებელია, რომ საქართველოს მოსახლეობის 60%-ს კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია 2021 წელსვე ჩაუტარდეს. გამყრელიძის თქმით, სწორედ ეს რაოდენობა უნდა აიცრას იმისთვის, რომ ქვეყანაში კოლექტიური იმუნიტეტი შეიქმნას.

„ყველამ ერთად უნდა მოვინდომოთ. აქ უნდა იყოს ძალიან დიდი სოლიდარობა საზოგადოებაში. როგორმე უნდა დავთრგუნოთ ანტივაქსერული მოძრაობა, იმიტომ რომ, ხაზს ვუსვამ, ვაქცინაზე უკეთესი საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ინტერვენცია ჯერ კაცობრიობას არ მოუგონია.

ვაქცინაციამ გადაარჩინა მილიონობით ადამიანის სიცოცხლე. მაგალითად, აღარ არის ყვავილი. პოლიომიელიტი, რომელიც წლის განმავლობაში კლავდა 350 ათას ადამიანს, დღეს მხოლოდ ორ ქვეყანაშია დარჩენილი და ავადაობა არის 100-150 ათასის ფარგლებში;  წითელა, რომელიც კლავდა 5 წლამდე ბავშვებში დაახლოებით ნახევარ მილიონს ყოველწლიურად, დღეს ეს ჩამოცილებულია 100 ათასს, უკვე დიდი ხანია. ეს ყველაფერი გააკეთა ვაქცინაციამ, ვაქცინაციის გარეშე ჩვენ კოვიდს ვერ დავამარცხებთ, ამიტომ ყველა უნდა გავერთიანდეთ და ეს ყველამ კარგად გავითავისოთ“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, სხვადასხვა გამოკითხვის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 50-60% მზად არის, აიცრას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]