weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საკლასო ოთახებში სწავლის აღდგენა ძალიან მნიშვნელოვანია – გაბუნია

14:15 ორშაბათი, 18 იანვარი 2021

„იმედი გვაქვს, დიდ ქალაქებშიც დროულად გვექნება საკლასო ოთახებში სწავლის განახლების საშუალება“, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

„ძალიან მნიშვნელოვანია სკოლებში სასწავლო პროცესის დროულად აღდგენა. საკლასო ოთახებზე მაქვს საუბარი, თორემ დისტანციური სწავლება და შერეული მოდელი ყველგან მუშაობს და ერთი წუთით არ შეფერხებულა ეს პროცესი, მაგრამ საკლასო ოთახში სწავლებას კიდევ თავისი დატვირთვა და მნიშვნელობა აქვს. იმ სკოლებში, სადაც დღეს აღდგა საკლასო ოთახში სწავლება, მთავარია, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები დავიცვათ. რაც არ უნდა მარტივად ჟღერდეს, პირბადე დღეს მაინც მთავარი ინსტრუმენტია“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

საჯარო სკოლებში 2020-21 სასწავლო წლის მეორე სემესტრი დღეიდან დაიწყო. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის და 10 დიდი ქალაქის – თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, თელავის, ზუგდიდის, ზესტაფონის, გორის, ფოთის, მარნეულისა და გარდაბნის – ტერიტორიაზე მოქმედი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები სწავლას დისტანციურ/ონლაინ რეჟიმში აგრძელებენ. განათლების სამინისტროს განცხადებით, დანარჩენ სკოლებში სწავლა საკლასო ოთახებში უნდა განახლებულიყო, თუმცა, მაგალითად, კახეთის მასშტაბით 189 სკოლაში პირველ თებერვლამდე ონლაინ სწავლება გაგრძელდა. როგორც საგანმანათლებლო რესურსცენტრებში განაცხადეს, ეს გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო მიიღეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]