weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ვაქცინაცია ყოველთვის იყო პანდემიასთან ბრძოლის საუკეთესო საშუალება – მეუფე დიმიტრი

16:36 სამშაბათი, 19 იანვარი 2021

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ (შიოლაშვილი) დღევანდელი ქადაგების დროს ვაქცინაციის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ საბერძნეთის ერთ-ერთი მღვდელმთვარის დასკვნით, ვაქცინა რელიგიური ცხოვრებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

„ეპიდემიასთან და პანდემიასთან ბრძოლის საუკეთესო საშუალება ყოველთვის იყო ვაქცინაცია.

ყველას გვახსოვს, მოზრდილ ასაკში სკოლაში, საბავშვო ბაღში, ყველგან გვცრიდნენ და ეს იყო არა შემთხვევით, არამედ წინა, ძალიან მკაცრი პანდემიებით გამოწვეული.

მინდა, გითხრათ, რომ მთელი საუკუნეების გამოცდილებით, ყველაზე ეფექტური საშუალება არის ვაქცინაცია, ამაზე უკეთესი შესაძლებლობა არ არსებობს, ბიბლია გვასწავლის გამოიძიეთ, გამოიკვლიეთ და სცანით ჭეშმარიტება.

რამდენიმე ხნის წინ, საბერძნეთის ერთ-ერთი მღვდელმთავარი, რომელიც ადრე, საერო ცხოვრების დროს ამერიკის კოსმოსურ სააგენტო ნასა-ში მოღვაწეობდა, არის პროფესიით გამორჩეული ექიმი და პროფესორი, თავის პუბლიკაციაში წერდა, რომ ელადის წმინდა სინოდმა დაავალა, შეესწავლა, რამდენად უსაფრთხოა ეს ვაქცინა ადამიანის რელიგიური ცხოვრებისთვის. ის ამბობს, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არანაირი საფრთხე ამ ვაქცინაში, რელიგიის კუთხით, არ არსებობსო. მინდა, რომ ეს ასე იყოს და ღვთის მადლით ასეც იქნება“, – განაცხადა მეუფე დიმიტრიმ.

საქართველოს მთავრობა უახლოეს დღეებში კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციის გეგმას დაამტკიცებს. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა, თამარ გაბუნიამ გუშინ, 18 იანვარს განაცხადა, იგეგმება ქვეყნის მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის აცრა, რაც 1 700 000-მდე ბენეფიციარს შეადგენს. საქართველოში შემოსული ვაქცინა პირველ რიგში ჯანდაცვის სფეროს მუშაკებისთვის ინება ხელმისაწვდომი, შემდეგ კი სხვა ჯგუფებისთვის. ვაქცინაცია ნებაყოფლობითი იქნება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]