weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

არანაირი კრიმინალური სუბკულტურა ციხეებში არ არსებობს – პენიტენციური სამსახური

15:43 ოთხშაბათი, 20 იანვარი 2021
ფოტოზე - პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე ფოტოზე - პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე

„დღეს პენიტენციურ სისტემაში კრიმინალური ავტორიტეტების რაიმე სახის ზეგავლენაზე საუბარი არის სიცრუე და მოცემული ინფორმაციის გავრცელება ემსახურება ერთადერთ მიზანს - საზოგადოების შეცდომაში შეყვანას“, – ასე გამოეხმაურა სპეციალური პენიტენციური სამსახური საქართველოს სახალხო დამცველის საგანგებო განცხადებას, რომლის მიხედვითაც ციხის ადმინისტრაციების და ე.წ. ციხის მაყურებლების მიერ მართული პატიმრები სახალხო დამცველის წარმომადგენლებს სიტყვიერად თავს ესხმიან, ემუქრებიან და მუშაობაში ხელს უშლიან.

სპეციალური პენიტენციური სამსახური ნინო ლომჯარიას საპასუხოდ აცხადებს, რომ სამსახურის ხელმძღვანელობა ყველანაირად ხელს უწყობს ომბუდსმენის წარმომადგენლების მიერ მონიტორინგის განხორციელებას. სამსახურის განცხადებით, პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების მიუხედავად, მათ არ შექმნიათ პენიტენციურ დაწესებულებებში შესვლის და მონიტორინგის განხორციელების პრობლემა.

„რაც შეეხება მათზე თითქოსდა ორგანიზებულ თავდასხმებს პატიმრების მხრიდან, განვმარტავთ, რომ უწყების ხელმძღვანელობას არ აქვს არანაირი ბერკეტი, რომ ზეგავლენა მოახდინოს პატიმრების განწყობაზე ომბუდსმენის, ან ნებისმიერი სხვა ინსტიტუციისა და კერძო პირის მიმართ.

თუკი რომელიმე პენიტენციურ დაწესებულებაში ომბუდსმენის მიმართ პატიმრები რაიმე საკითხთან დაკავშირებით გამოხატავენ უკმაყოფილებას, ეს არის მხოლოდ მათი განწყობა და არანაირად არ არის დაკავშირებული, ან მით უმეტეს მართული პენიტენციური დაწესებულებების ადმინისტრაციის მიერ.

უფრო მეტიც, ასეთ შემთხვევებში, რა თქმა უნდა, პენიტენციური დაწესებულებების ადმინისტრაციის წარმომადგენლები მაქსიმალურად იცავენ ომბუდსმენის წარმომადგენლების უსაფრთხოებას და იმედია, ამას თავად ეს პირებიც ვერ უარყოფენ“, – აცხადებს სპეციალური პენიტენციური სამსახური.

უწყება ეხმაურება ნინო ლომჯარიას განცხადების იმ ნაწილსაც, რომლის მიხედვითაც, წლიდან წლამდე მცირდება ციხეებიდან (N14, N15 და N17 დაწესებულებები) სახალხო დამცველთან შესული მიმართვებისა და განცხადებების რაოდენობა, რაც, სახალხო დამცველის მოსაზრებით, ე.წ. კრიმინალური სუბკულტურის გავლენაა.  

„პენიტენციურ სამსახურს არანაირი ბერკეტი იმისა, რომ პატიმრების მიერ ომბუდსმენის აპარატისადმი მიმართვიანობაზე მოახდინოს გავლენა, ვინაიდან პატიმრები თავისუფალი მიმოწერის და სატელეფონო კომუნიკაციის უფლებით სარგებლობენ (ცალკეული გამონაკლისების გარდა, რაც კანონმდებლობით რეგულირდება) და პენიტენციური დაწესებულებები ადრესატისთვის პატიმრების წერილების გაგზავნას უზრუნველყოფენ. შესაბამისად, თუკი ომბუდსმენთან პატიმრების მხრიდან მიმართვიანობამ იკლო, სავარაუდოა, რომ ეს ისევ და ისევ ომბუდსმენის აპარატისადმი მათი განწყობით აიხსნება და არა რაღაც არარსებული ზეგავლენით ადმინისტრაციის მხრიდან.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ არანაირი კრიმინალური სუბკულტურა პენიტენციურ დაწესებულებებში არ არსებობს. პენიტენციურ დაწესებულებებს მართავს სახელმწიფო და არა კრიმინალური ავტორიტეტები.  ხოლო ის მსჯავრდებულები, რომლებიც მოისურვებენ სხვა პატიმრებზე გავლენის მოპოვებას, ნახევრად ღია პენიტენციური დაწესებულებებიდან გადაჰყავთ დახურულ დაწესებულებებში, სადაც ისინი სხვა პატიმრებისგან იზოლირებულები არიან“, – აცხადებს სახელმწიფო უწყება.

საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ დღეს იუსტიციის მინისტრს მიმართა, დაუყოვნებლივ დააყენოს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის და ასევე, შესაბამისი პენიტენციური დაწესებულებების დირექტორების თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი. სახალხო დამცველის ინფორმაციით, ბოლო თვეების განმავლობაში, ქსნის N15, გლდანის N8 და რუსთავის N17 პენიტენციურ დაწესებულებებში მის წარმომადგენლებს პატიმართა ჯგუფები ემუქრებიან და თხოვენ, ვიზიტი შეწყვიტონ. ნინო ლომჯარიას თქმით, ეს ჯგუფები დაწესებულებების ადმინისტრაციის და ე.წ. ციხის მაყურებლების მიერ იმართებიან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]