weather cur horoscope tv
მარტი 05, 2021

COVID 19-ის 1006 ახალი შემთხვევიდან 426 თბილისშია, 202 – იმერეთში

12:01 სამშაბათი, 26 იანვარი 2021 hits 176

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 1006 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი, 426 შემთხვევა თბილისში ფიქსირდება. რეგიონებიდან ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 202 შემთხვევა იმერეთშია.

მთავრობის უწყებათაშორისი საბჭოს ინფორმაციით, ინფიცირების 98 ახალი შემთხვევა გამოვლენილია სამეგრელო-ზემო სვანეთში, 79 – შიდა ქართლში, 69 – კახეთში, 49 – ქვემო ქართლში, 23 – აჭარაში, 22 – მცხეთა-მთიანეთში, 17 – გურიაში, 15 – სამცხე-ჯავახეთში, 6 – რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.

ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 7254 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა. 689 ინფიცირბულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

საქართველოში პანდემიის დაწყებიდან (2020 წლის 26 თებერვალი) დღემდე, კორონავირუსი სულ 254 822 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან უკვე გამოჯანმრთელდა 244 446, ხოლო 3096 გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]