weather cur horoscope tv
დეკემბერი 28, 2024

კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვები მთავრობის ადმინისტრაციასთან გააპროტესტეს

17:45 სამშაბათი, 26 იანვარი 2021
ფოტო © რადიო თავისუფლება ფოტო © რადიო თავისუფლება

თბილისში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან მოქალაქეებმა აქცია დღესაც გამართეს და კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების გახანგრძლივება გააპროტესტეს.

„გახსენით ქვეყანა“, „გახსენით მთის კურორტები“, „შეწყდეს კომენდანტის საათი“, „აღდგეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი“ – ამ შინაარსის ტრანსპარანტებით აქციაზე საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლები, მათ შორის, მშობლები, ბაზრობებზე დასაქმებულები და გარემოვაჭრეები, ქორეოგრაფები, ანიმატორები და პოლიტიკოსები იმყოფებიან. შეზღუდვების წინააღმდეგ დაიწყეს ხელმოწერების შეგროვებაც.

„გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ მთავრობამ ყველა შეზღუდვა უნდა მოხსნას.

„ასობით ათასი ადამიანია, რომელიც ამ შეზღუდვების გამო შემოსავლის გარეშე დარჩა. როდესაც მთავრობა სიცოცხლის უფლებას ართმევს ადამიანს, ამას თუ არ გააპროტესტებს, აბა რა უნდა გააპროტესტოს?! მგონია, აქ ბევრად მეტი ადამიანი უნდა იდგეს იმისთვის, რომ მთავრობამ გაიგოს ხალხის ხმა და უკან დაიხიოს. ყველა შეზღუდვა მოსახსნელია, თან დღესვე, რაც შეიძლება სწრაფად, თორემ სიღარიბის თვალსაზრისით ისეთ ჭაობში ვართ, იქიდან როგორ ამოვალთ, არ ვიცი“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ბოლო თვეების განმავლობაში დაწესებული რიგი შეზღუდვების მოქმედების ვადა გახანგრძლივდა. პირველი თებერვლის შემდეგაც ძალაში იქნება ღამის 9 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილებასა და საჯარო სივრცეში ყოფნაზე დაწესებული აკრძალვა; მარტამდე არ აღდგება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა; თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში სკოლების და მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის განახლება დაგეგმილია 1-ლი მარტისთვის; კვლავ იმოქმედებს სათხილამურო კურორტებზე დაწესებული შეზღუდვები; რეგიონებში (აჭარის გარდა) რესტორნები და კვების ობიექტები, მათ შორის სასტუმროებში, გატანა-მიტანის სერვისით გააგრძელებენ მუშაობას; ღია და დახურული ბაზრობების გახსნა დაგეგმილია მხოლოდ 15 თებერვლიდან.

მთავრობის ადმინისტრაცია განმარტავს, რომ 15 თებერვლისთვის ეპიდემიოლოგიური ვითარება შეფასდება და 7 დღის დადებითობის საშუალო მაჩვენებლის 4%-მდე შემცირების შემთხვევაში, შეზღუდვების შემდგომი შემსუბუქება გაგრძელდება.

 

ამ თემაზე:

საქართველოში კორონავირუსის 1006 ახალი შემთხვევა დადასტურდა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]