weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

კოვიდის 742 ახალი შემთხვევიდან 340 თბილისშია, 89 – იმერეთში, 75 – კახეთში

11:28 ოთხშაბათი, 27 იანვარი 2021

ბოლო 24 საათში საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 742 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი, 340 შემთხვევა თბილისში გამოვლინდა, ხოლო ყველაზე ცოტა – 2 შემთხვევა – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მონაცემებით, კორონავირუსის ახალი შემთხვევები სხვა რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება:

იმერეთი – 89

კახეთი – 75

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 70

შიდა ქართლი – 49

აჭარა – 33

ქვემო ქართლი – 31

გურია – 21

მცხეთა-მთიანეთი – 20

სამცხე-ჯავახეთი – 12

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 1081 ინფიცირებული, ხოლო 12 გარდაიცვალა.

დღეს საქართველოში კოვიდ-19-ით ინფიცირების 6903 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 2842 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 3714 – ბინაზე, 347 ინფიცირებული კლინიკურ-სასტუმროებშია მოთავსებული. დღეისთვის მძიმეა 670 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მათგან 177 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

ამ ეტაპზე საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 497 ადამიანი, 17 915 კი თვითიზოლაციაშია.

პანდემიის დაწყებიდან (2020 წლის 26 თებერვლიდან) დღემდე, საქართველოში კორონავირუსი სულ 255 564 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან უკვე გამოჯანმრთელდა 245 527, ხოლო 3108 – გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]