weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად კახაბერ მურადაშვილი დაინიშნა

18:04 ოთხშაბათი, 27 იანვარი 2021

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად კახაბერ მურადაშვილი დანიშნა. კახაბერ მურადაშვილმა ზურაბ ბერიკაშვილი შეცვალა, რომელიც დირექტორის თანამდებობაზე 2019 წლის სექტემბრიდან მუშაობდა.

პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი კახაბერ მურადაშვილი შსს-ს გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი იყო 2016 წლის 22 იანვრიდან დღემდე. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2015 წლის ოქტომბრიდან 2016 წლის 15 იანვრამდე მურადაშვილი ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იყო, მანამდე კი – 2013 წლის დეკემბრიდან 2015 წლის ოქტომბრამდე ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე. 2011-2013 წლებში ის შიდა ქართლის სამხარეო სამმართველოში ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობდა.

ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით, კახაბერ მურადაშვილმა გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე მუშაობის დროს, 2017 წლის განმავლობაში ხელფასის სახით 78 936 ლარი მიიღი, 2018 წელს – 79 186, ხოლო 2019 წელს – 61 861 ლარი.

კახაბერ მურადაშვილის ნაცვლად გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა ლევან ხარაბაძე, რომელიც აქამდე ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]