weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

პროკურატურა მელაშვილისა და ილიჩოვას გირაოთი გათავისუფლებას ითხოვს

14:31 ხუთშაბათი, 28 იანვარი 2021

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულების - ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. როგორც პროკურორმა მიხელ სადრაძემ განაცხადა, სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით, რომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეეცვალოთ.

პროკურორის თქმით, მელაშვილისა და ილიჩოვას ბრალეულობა „საკმაოდ მაღალი მტკიცებულებითი სტანდარტით“ დაადასტურეს და მიზანშეწონილი აღარაა მათი პატიმრობაში დატოვება.

„ამ ეტაპისთვის გამოძიების მთელი აქცენტი მიმართულია დავალების გამცემი პირების იდენტიფიცირებისთვის.

რადგან მათ მიერ ჩადენილი ქმედებების გარშემო გამოძიება აბსოლუტურად ყველა მიმართულებით სრულად არის ამოწურული, დღევანდელ პროცესზე ჩვენ მივმართავთ შუამდგომლობით, რათა ბრალდებულებს პატიმრობა შეეცვალოთ გირაოთი, იმიტომ, რომ ამ ეტაპისთვის მიზანშეწონილად აღარ მივიჩნევთ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას.

ეს ნიშნავს იმას, რომ ბრალდებულები თავისუფლებაში ყოფნის პირობებში დაელოდებიან სასამართლოს გადაწყვეტილებას“, – თქვა საქმის პროკურორმა მიხელ სადრაძემ ჟურნალისტებთან.

გენერალურმა პროკურატურამ ერთი კვირის წინ განაცხადა, რომ ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე გამოძიება დაასრულა და დაადგინა, რომ ბრალდებულები საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესში ზემდგომი თანამდებობის პირების დავალებით მოქმედებდნენ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს დააკავეს. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც გულისხმობს საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას, მიმართულს უცხო ქვეყნისათვის მთელი ტერიტორიის ან მისი ნაწილის გადაცემისკენ ანდა საქართველოს ტერიტორიიდან მისი ნაწილის გამოყოფისაკენ.

დანაშაული ათიდან თხუთმეტ წლამდე პატიმრობით ისჯება. მელაშვილი და ილიჩოვა ბრალს არ აღიარებენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]