weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

მირჩევნია, უკან წავიდე ციხეში, ვიდრე ჩემს გამო ვინმე შევიდეს პარლამენტში – მელაშვილი

10:26 პარასკევი, 29 იანვარი 2021

ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის, ივერი მელაშვილის განცხადებით, გირაოს სანაცვლოდ მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება შესაძლოა იმიტომ მიიღეს, რომ ოპოზიციიდან ვინმე შევიდეს პარლამენტში.

ამის საკითხზე მელაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ისაუბრა.

„სამწუხაროდ, მაქვს საფუძველი ვიფიქრო, რომ შესაძლოა, სრულად პოლიტიკური ფონი იყოს, იმიტომ, რომ ალეკო ელისაშვილმაც გააკეთა ასეთი განცხადება, რომ აქცენტია პოლიტპატიმრებზე. შესაძლოა, პროკურატურამაც ეს გამოიყენა. ჩემი ადვოკატების პროფესიონალიზმში დარწმუნებული ვარ. ცალკე საზოგადოება, ცალკე პოლიტიკოსები, მასმედია... ყველას მადლობა, მაგრამ ამავე დროს ვფიქრობ, არც მაგის გაუთვალისწინებლობა იქნებოდა, როგორმე ვინმე შეიყვანოს პარლამენტში და ამის გამო რაღაც პოლიტიკური ქულების დასაწერად, აი, ნახე, ივერი მელაშვილი გარეთ გამოუშვეს. გავიგე ალეკო ელისაშვილისგან ასეთი განმარტები - „ეს ჩვენი მოლაპარაკების შედეგია“.

ქალბატონებო, ბატონებო, ყველას მადლობა. პოლიტიკოსებს მადლობა იმისთვის, რომ სწორი საქმისთვის, სიმართლისთვის თქვა, რომ ეს პოლიტიკური პატიმარია და გამოსაშვებია.

ყველას მადლობა, მაგრამ აქვე მინდა ვთქვა - იმის გამო, რომ ჩემი ციხიდან გამოშვება გახდეს იმის საფუძველი, რომ ვიღაცამ ამის გამო პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო და პარლამენტში შევარდა, ამას ვერ მივიღებ. მირჩევნია, უკან წავიდე ციხეში, ვიდრე ჩემს გამო ოპოზიციიდან ვინმე შევიდეს პარლამენტში. ნამდვილად არ უნდა შევიდნენ, ყოველ შემთხვევაში ჩემს გამო – არა“, – განაცხადა ივერი მელაშვილმა.

გუშინ, 28 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და „კარტოგრაფების საქმეზე“ ბრალდებულებს – ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოთი შეუცვალა. ისინი ოთხთვიანი პატიმრობის შემდეგ 20-20 ათასი ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. „მოძრაობა სირცხვილიას“ ინფიციატივით, გირაოს ჯამური თანხა - 40 ათასი ლარი მოქალაქეებმა ორ საათში შეაგროვეს.

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს დააკავეს. ისინი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის ყოფილი წევრები არიან. დაკავების დროს მელაშვილი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსის, ხოლო ილიჩოვა შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორის თანამდებობას იკავებნენ.

პროკურატურამ სამეზე გამოძიება 2021 წლის იანვარის ბოლოს დაასრულა. როგორც პროკურორმა ამირან გულუაშვილმა განაცხადა, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესში ზემდგომი თანამდებობის პირების დავალებით მოქმედებდნენ.

„საზღვრის ხაზზე შეთანხმებისას ნაცვლად 1938 წლის კარტოგრაფიული მასალისა, მიზანმიმართულად იყენებდნენ 1970-იან და 80-იან წლებში გამოცემულ 1:100 000-იანი და 1:50 000-იანი მასშტაბის რუკებზე არსებულ საზღვრის ხაზს, რომელიც სახელმწიფოთა შორის ორმხრივად დამტკიცებული არასოდეს ყოფილა და არსებით წინააღმდეგობაში მოდიოდა ჩვენს ისტორიულ საზღვრებთან.

გამოძიების ფარგლებში მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული იქნა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, საგარეო საქმეთა სამინისტროში განხორციელდა ბრალდებულ ივერი მელაშვილის სამუშაო კაბინეტის აღჭურვა ფარული ვიდეო და აუდიო ჩამწერი მოწყობილობით.

აღნიშნულის შედეგად გამოძიებამ მტკიცებულების სახით მოიპოვა ივერი მელაშვილსა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილ თავმჯდომარეს, მ.მ-ს შორის გამართული საუბარი, რომელიც რამოდენიმე მონაკვეთზე, მათ შორის დავით გარეჯის მიმდებარედ, საქართველოს ინტერესების საზიანოდ საზღვრის შეთანხმების საკითხს ეხება“, – განაცხადა პროკურორმა.

მელაშვილსა და ილიჩოვას ბრალი წარდგენილი აქვთ სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას, მიმართულს უცხო ქვეყნისთვის საქართველოს მთელი ტერიტორიის ან მისი ნაწილის გადაცემისკენ ანდა საქართველოს ტერიტორიიდან მისი ნაწილის გამოყოფისკენ.

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა ბრალს არ აღიარებენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]