weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მეათეკლასელი ბიჭი COVID 19-ით გარდაიცვალა

17:08 პარასკევი, 29 იანვარი 2021

ბათუმის ერთ-ერთი სკოლის მეათე კლასის მოსწვლე, რომელსაც კორონავირუსი ჰქონდა დადასტურებული, გარდაიცვალა. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, ბიჭს თანმხლები დაავადებები ჰქონდა, ის თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ვერ გადაარჩინეს.

ბიჭი გუშინ გარდაიცვალა. აჭარის განათლების მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა განაცხადა, რომ ბავშვთან დაკავშირებით პერსონალურ მონაცემებზე ვერ ისაუბრებს.

„შესაბამის უწყებებთან სრულ კოორდინაციაში ვართ. ის ბათუმის ერთ-ერთი სკოლის მეათე კლასის მოსწავლე იყო. ერთი წელია სწავლა ონლაინ მიმდინარეობს, შესაბამისად სკოლაში არ დადიოდა. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გვაქვს, მაგრამ გახმოვანებისაგან თავს შევიკავებთ“, – განაცხადა მაია ხოჯიშვილმა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების 21 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან (2020 წლის 26 თებერვლიდან) დღემდე ვურუსს ჯამში 3148 ადამიანი ემსხვერპლა.

აჭარის ტელევიზია

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო დაფუძნდა 2013 წლის 25 დეკემბერს აჭარის ტელერადიო კომპანიის ბაზაზე. რადიო „აჭარა“ მაუწყებლობს აჭარაში FM 104.5-ზე. აჭარის ტელევიზიის ვებგვერდია http://ajaratv.ge

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]