პანდემიის დაწყებიდან (2020 წლის 26 თებერვალი) დღემდე, საქართველოში კორონავირუსი სულ 256 956 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან უკვე გამოჯანმრთელდა 247 096 ინფიცირებული. კორონავირუსს ჯამში 3148 პირი ემსხვერპლა.
დღეს საქართველოში კოვიდ 19-ით ინფიცირების 6686 აქტიური შემთხვევაა.
გუშინ, 28 იანვარს, ჩატარებული 18 000 ტესტიდან ინფიცირების 723 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 27 იანვარს 18 007-მა კვლევამ 742 ახალი შემთხვევა გამოავლინა.