გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე 2016 წლიდან კახაბერ მურადაშვილი მუშაობდა. ის რამდენიმე დღის წინ კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელად გადაიყვანეს.
რაც შეეხება სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტს, მას პოლიციის პოლკოვნიკი გურამ ზესაშვილი უხელმძღვანელებს. ამ დრომდე გურამ ზესაშვილი მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, პოლიციის დეპარტამენტებში საკადრო ცვლილებები სტრუქტურული და საკადრო ოპტიმიზაციის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია.
„ოპერატიული საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ცვლილებების მიზანია საპოლიციო საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდა, ქვეყნისა და მოქალაქეებისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა“, – აცხადებენ შსს-ში.