weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ლაშა თორდიას ცემის საქმეზე ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე გამართლდა

21:24 სამშაბათი, 02 თებერვალი 2021
ფოტოზე - ოთარ ფარცხალაძე ფოტოზე - ოთარ ფარცხალაძე

თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ყოფილი გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას ცემის საქმეზე საქართველოს ყოფილ მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე გაამართლა.  

მოსამართლე ხათუნა ხარშილავამ დამნაშავედ ცნო ამავე საქმეზე კიდევ ერთი ბრალდებული, ფინანსური პოლიციის ყოფილი თანამშრომელი მიხეილ ჩოხელი და ის 5000 ლარით დააჯარიმა.

„სასამართლომ თქვა, რომ ბანდიტი ოთარ ფარცხალაძე დგას ყველა ინსტიტუციაზე ზემოთ. თავს დამესხა დაახლოებით 10 ადამიანი, ერთ-ერთი ამოვიცანი მე, ჩოხელი, თორემ გამოძიებას არ დაუდგენია. ოთარ ფარცხალაძემ დაიწყო ეს კონფლიქტი, ოთარ ფარცხალაძემ დამიწყო საქმის გარჩევა, თუ რა კომპრომატებს ვაგროვებდი მასზე“, – განაცხადა თორდიამ „მთავარ არხთან“.

ლაშა თორდიას თავს 2017 წლის 12 მაისს, თბილისში, ღამის კლუბ „ელ ცენტროში“ დაესხნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს და ინციდენტის ამსახველი ვიდეოც გაავრცელა.

თორდიამ ცემაში ოთარ ფარცხალაძე დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ფიზიკური ანგარიშსწორების მიზეზი მისი, როგორც გენერალური აუდიტორის, პროფესიული საქმიანობა გახდა.

პროკურატურამ ოთარ ფარცხალაძეს ბრალი 2018 წლის ნოემბერში წარუდგინა [126-ე მუხლით], ხოლო ლაშა თორდია დაზარალებულად ცნო. ფარცხალაძე არ დაუკავებიათ – სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით 5000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. ყოფილი მთავარი პროკურორი ბრალს არ აღიარებდა და აცხადებდა, რომ პროვოკაციის მსხვერპლი იყო.

ლაშა თორდიას უფლებადამცველები პროკურატურისგან ბრალის გადაკვალიფიცირებას და გამოძიების სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით წარმართვას ითხოვდნენ, რაც სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელზე თავდასხმას გულისხმობს.

ლაშა თორდია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურ აუდიტორად 2012 წლის 25 ივლისს დაინიშნა და ამ თანამდებობაზე 2017 წლის ივლისამდე იმუშავა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]