გახარიას თქმით, დღევანდელი ეპიდემიოლოგიური ვითარება და დადებითობის მაჩვენებელი იძლევა იმის საშუალებას, რომ შეზღუდვების შემსუბუქება დაგეგმილზე სწრაფად მოხდეს.
„მსჯელობის შედეგად, ორშაბათიდან, 8 თებერვლიდან, საქართველოში სრული მასშტაბით ამოქმედდება მუნიციპალური ტრანსპორტი, რაც იმას ნიშნავს, რომ მუნიციპალური ტრანსპორტი ამოქმედება თბილისშიც, რუსთავშიც და ქუთაისშიც – მეტრო, ავტობუსი და სამარშრუტო მიკრო-ტაქსები.
გარდა ამისა, 8 თებერვლიდან, ასევე ამოქმედდება ბაზრობები. ერთი კვირის შემდგომ, 15 თებერვლიდან ჩვენი შვილები სწავლას გააგრძელებენ საკლასო ოთახებში, საქართველოს მასშტაბით. ეს იმას ნიშნავს, რომ თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში ბავშვები საკლასო ოთახებში გააგრძელებენ სწავლას, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია.
გარდა ამისა, 15 თებერვლიდან, კვების ობიექტები, მათ შორის, რესტორნები შეძლებენ ამოქმედდნენ ღია სივრცეში.
ეს არის ის ძირითადი გადაწყვეტილებები, რომლებიც დღეს უნდა მივიღოთ, თუმცა შეზღუდვები შენარჩუნდება შაბათ-კვირას“, – განაცხადა გახარიამ.
მისივე თქმით, შეზღუდვების შემდგომი შემსუბუქება განხილული იქნება ერთი კვირის თავზე.
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსზე 16 605 ტესტი ჩატარდა, რის შედეგადაც ინფიცირების 583 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დადებითობის დღიური მაჩველებელი 3.51%-ია, ბოლო 7 დღის – 3.79%, ხოლო ბოლო 14 დღის – 4.41%,