weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2021

საქალაქთაშორისო ტრანსპორტის აღდგენა ჯერ დაგეგმილი არ არის – ცქიტიშვილი

14:25 ხუთშაბათი, 04 თებერვალი 2021 hits 394

ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის განცხადებით, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა ამ ეტაპზე დაგეგმილი არ არის. მისი განმარტებით, მომდევნო დაახლოებით ერთ კვირაში შეფასდება ეპიდემიოლოგიური ვითარება და გადაწვეტილებას ამის მიხედვით მიიღებენ.

„ამ ეტაპზე საქალაქთაშორისო ტრანსპორტის ფუნქიონირების აღდგენა დაგეგმილი არ არის. ჯერ ვსაუბრობთ მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენაზე. შესაბამისად, მუნიციპალური ტრანსპორტი იმოქმედებს ყველა იმ დასახლებულ პუნქტში, სადაც მუნიციპალური ტრანსპორტი არსებობს“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

გარდა ამისა, შენარჩუნდება ღამის 9 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვაც.

„მიზეზი, რატომაც ამ ეტაპზე არ არის შესაძლებელი ამ პერიოდის შემცირება, არის ის ფაქტი, რომ დამატებითი მობილობა, რომელსაც დავაგენერირებთ სავაჭრო ქსელების, სკოლების, ტრანსპორტის, კვების ობიექტების გახსნით, არის დასაკომპენსირებელი სხვა ტიპის მობილობის შეზღუდვით. შეიძლება, უფრო სწორიც იქნებოდა, ამ გადაადგილების შეზღუდვის უფრო გამკაცრება, მაგრამ იმის გამო, რომ ჩვენ ვითვალისწინებთ ჩვენი მოქალაქეების და ბიზნესის ინტერესს, არ ვეხებით ამას – 21 საათიდან გადაადგილების შეზღუდვა რჩება ძალაში. ასევე, შაბათ-კვირას არ იმუშავებენ მაღაზიები, სურსათის მაღაზიების გარდა, ასევე ბაზრობების და კვების ობიექტების ფუნქციონირება არ იქნება დაშვებული“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში მუნიციპალური ტრანსპორტი მუშაობას 8 თებერვლიდან განაახლებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]