weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ხელისუფლებამ გვითხრა, რომ ახლა უფრო ადვილია ზაზას დახსნა – ზაზა გახელაძის მეუღლე

10:50 შაბათი, 06 თებერვალი 2021

„ასეთ რადიკალურ გადაწყვეტილებას, 12 წელიწადს ოჯახი ნამდვილად არ ველოდით. ხელისუფლება აქამდეც და ახლაც გვაიმედებს, რომ ყველაფერი მალე დასრულდება, ახლა უკვე ახალ ფაზაშია გადასული ზაზას საქმე, უფრო დაჩქარდება და უმოკლეს ვადაში იქნება ზაზას გათავისუფლების საკითხი დაყენებული“, – განაცხადა ცხინვალში პატიმრობაში მყოფი ზაზა გახელაძის მეუღლემ, ირმა ბუთხუზმა.

ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში ჩართვის დროს, ირმა ბუთხუზმა თქვა, რომ გუშინ, 5 თებერვალს, ზაზა გახელაძისთვის სასჯელის შეფარდების შემდეგ ცენტრალური ავტომაგისტრალი პროტესტის ნიშნად გადაკეტეს. გახელაძის ოჯახის წევრებსა და ნათესავებს გზა პოლიციის წარმომადგენლებმა გაახსნევინეს, რის შემდეგაც ისინი განყოფილებაში გადაიყვანეს.

„პოლიციაში იმიტომ გადაგვიყვანეს, რომ კიდევ ერთხელ გვაცნობეს, რომ მთელი მთავრობა, მთელი ხელისუფლება ჩართულია ზაზას გასათავისუფლებელ კამპანიაში. გვითხრეს, რომ ეს არ არის დაკავების ან სხვა რაღაცის მცდელობა, რომ... უბრალოდ კიდევ ერთხელ განგვიმარტეს, რომ მთავრობა ჩართულია.

გზის გადაკეტვა იყო პროტესტი იმისა, რომ 12.5 წელიწადია მისჯილი. ჩვენს ოჯახს არავინ ზეწოლის ქვეშ არ გვაყენებს და ჩვენზე ხელისუფლება ზეწოლას არ ახორციელებს, რომ ჩვენ არ გავიდეთ გარეთ. ჩვენ ყველაფრის უფლება გვაქვს, ყველაფრის გაკეთება შეგვიძლია.

ჩვენ იმიტომ ვართ ჩუმად და იმიტომ არ ვაკეთებთ ამ აფიშირებას და აქციებში არ ვმონაწილეობთ, რომ სრულიად ვეყრდნობით ხელისუფლებას, დამოკიდებულები ვართ და გვჯერა, რომ ყველაფერს, რაც შეუძლიათ, გააკეთებენ.

პირელივე დღეებიდან ითხოვდნენ ზაზას გათავისუფლებას. ჩვენც გვაიმედებდნენ და დღესაც გვაიმედებენ, რომ პროცესი უნდა დაჩქარდეს და რამენაირად უნდა გამოიძებნოს ის გზა, საითკენაც ზაზას გათავისუფლება არის. აქამდეც ელოდებოდნენ ფაზას, როდესაც სასამართლო გადაწყვეტდა. ამის მერე უფრო გაადვილდებოდა დახსნის პროცესი.

გვითხრეს, რომ ახლა უფრო ადვილია. მაშინაც გვეუბნებოდნენ, რომ მთავარია მიესაჯოს და მერე უფრო სხვანაირად ამოქმედდება ეს ბერკეტები, რისი გაკეთებაც შეუძლიათ. ეს უკვე ჩვენთვის არ არის ცნობილი, რას მოიმოქმედებენ ზაზას დასახსნელად“, – განაცხადა ირმა ბუთხუზმა.

რუსი სამხედროების მიერ, 7 თვის წინ, კასპის რაიონიდან გატაცებულ 34 წლის ზაზა გახელაძეს, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ე.წ. სასამართლოს სხდომა გუშინ, 5 თებერვალს გაიმართა.

გახელაძე დამნაშავედ ცნეს რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე და 322-ე მუხლებით, რაც გულისხმობს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელის სიცოცხლის ხელყოფასა და სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას. ე.წ. პროკურატურა ზაზა გახელაძისთვის 14 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შეფასებით, ე.წ. სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]