weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ამნისტიის შედეგად უკვე 189 პატიმარი გათავისუფლდა – პენიტენციური სამსახური

12:37 ოთხშაბათი, 10 თებერვალი 2021

ამნისტიის შედეგად ამ დროისთვის საპატიმროები 189-მა პატიმარმა დატოვა. სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, მათგან 170 მსჯავრდებულია, 19 კი - ბრალდებული. გათავისუფლებული 170 მსჯავრდებულიდან 10 ქალია.

„170 მსჯავრდებულიდან 83 პირი სასამართლო განჩინებით დაუყოვნებლივ გათავისუფლდა საპატიმროდან. 53-მა მსჯავრდებულმა დანიშნული სასჯელის განახევრების შედეგად დატოვა საპატიმრო. 33 მსჯავრდებული სასჯელის ერთი მეოთხედით შიმცირების შედეგად გათავისუფლდა. ერთ მსჯავრდებულს პატიმრობა შინაპატიმრობით შეეცვალა. ერთ უვადო მსჯავრდებულს დაუდგინდა გათავისუფლების თარიღი (2026 წელი)“, – აცხადებენ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში.

მათივე ინფორმაციით, სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან სასამართლოებში სულ 4055 პატიმრის საქმეა გაგზავნილი.

„ამნისტიის შესახებ“ კანონი საქართველოს პარლამენტმა 2021 წლის 11 იანვარს მიიღო. კანონის საფუძველზე, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდებიან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ცალკეული დანაშაულისათვის ბრალდებული და მსჯავრდებული პირები, უმცირდებათ დანიშნული სასჯელი ან ეცვლებათ უფრო მსუბუქი სასჯელით. ამნისტია ვრცელდება იმ პირებზე, რომელთაც დანაშაული 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩაიდინეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]