weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

ირაკლი ბებუას პატიმრობა ენგურის ხიდზე გააპროტესტეს

20:35 ოთხშაბათი, 10 თებერვალი 2021

სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციური პარტიის წევრებმა სოხუმის ციხეში ირაკლი ბებუას პატიმრობა ენგურის ხიდზე აქციით გააპროტესტეს. მათი განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება გალში დაკავებული მოქალაქის გასათავისუფლებლად არაფერს აკეთებს.

„ეს არის საპროტესტო აქცია, რადგან ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლება არის აბსოლუტურად უმოქმედო. არ გაკეთებულა არცერთი განცხადება, არ გადადგმულა არცერთი ნაბიჯი, რომ გამოვიყენოთ ყველა საერთაშორისო მექანიზმი და დავიხსნათ ეს ადამიანები. რაც ხდება, არის საერთაშორისო სამართლის დარღვევა და ჰუმანიტარული კრიზისი“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

„ევროპული საქართველოს“ წევრის, ნინო გოგუაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლება მთელ ძალისხმევას უნდა ახმარდეს იმას, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ციხიდან გამოვიდნენ.

გალში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს ირაკლი ბებუას, რომელმაც „აფხაზური“ დროშა დაწვა, გასული წლის დეკემბერში ე.წ. სასამართლომ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. რამდენიმე დღის წინ, ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა საქართველოს მოქალაქე ზაზა გახელაძეს, რომელიც 7 თვის წინ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა დააკავეს.  

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]