პოლიციის პოლკოვნიკი ავთანდილ გალდავა 2019 წლის ოქტომბრიდან ამ დრომდე სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი იყო. ის აჭარაში მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი კონსტანტინე ანანიაშვილი მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული პოლიტიკისა და კოორდინაციის სამსახურის უფროსად დაინიშნა. ავთანდილ გალდავა 2017 წლის აგვისტოდან 2019 წლის ოქტომბრამდე სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი იყო.
რაც შეეხება პოლკოვნიკ ნიკოლოზ დიასამიძეს, ის სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტს უკვე ხელმძღვანელობდა – 2018 წლის მარტიდან 2019 წლის ოქტომბრამდე. ამ დრომდე მას შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა.
„პოლიციის ოპერატიული საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტროში სტრუქტურული და საკადრო ცვლილებების მიზანია საპოლიციო საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლება, ქვეყნისა და მოქალაქეებისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა“, – განმარტავენ შსს-ში.